პანკისში დაკავებული შმაგი მუთოშვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ, მისმა ადვოკატმა განაცხადა.
„ბრალს არ აღიარებს დუმილის უფლებას იყენებს, ჯერჯერობით, საქმის მასალები არ გადმოგვცემია. დღეს შევხვდები და პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით. ოჯახი ბრალდებას არ ეთანხმება“, – განაცხადა ადვოკატმა ბადურ გულიაშვილმა.
შეგახსენებთ, პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, მუთოშვილმა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, რაც მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვაში გამოიხატა.
ამის გარდა, გამოძიება მუთოშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული, იარაღის უკანონო ტარებაშიც სდებს ბრალს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











