fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პაპუაშვილი: ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა დაგვმოძღვრა – ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში

15:24 აპრილი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
782
ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა პარლამენტის ტრიბუნიდან „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის გამოსვლას, სადაც მან ისურვა, რომ დღეს იქნებოდა ბოლო შემთხვევა, როცა დეპუტატს კოლეგები მიუთითებენ, რომელ სხდომას დაესწრონ და რომელს არა.

პაპუაშვილის თქმით, ნაცვლიშვილს რომ საკუთარი ვალდებულებები სცოდნოდა, გუშინდელ კომიტეტის სხდომას დაესწრებოდა, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე იმსჯელეს და საკუთარ არგუმენტებს იქ წარმოადგენდა.

„დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა ტრიბუნიდან დაგვმოძღვრა, რომ არ შეიძლება დეპუტატებს მოვუწოდებდეთ, რომ ისინი უნდა ისხდნენ სხდომათა დარბაზში და ისურვა, რომ ეს ყოფილიყო ბოლო ასეთი შენიშვნა ჩვენი მხრიდან. ამის საფუძვლად მოიყვანა კონსტიტუცია, რომელიც მას ხელშიც ეჭირა, მაგრამ სამწუხაროდ, არ იცნობს ალბათ მეორე წიგნს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრისთვის, ეს არის პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც ზუსტადაც ადგენს, რომ პარლამენტის წევრი უნდა იჯდეს დარბაზში, თუ არ ზის, სანქციებსაც კი ადგენს. ასე რომ, ქალბატონ ანას ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში და აქ არის სწორედ გაწერილი, რომ მან უნდა იაროს კომიტეტის სხდომებზეც, გაცდენა თუ არასაპატიოა, ამაზეც სანქციებია, ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა მას რომ სცდონოდა, გუშინ იქნებოდა კომიტეტის სხდომაზე და იმ პრეტენზიებს, რომელიც დღეს წამოეყენა, შეძლებდა გაეჟღერებინა უპირველეს ყოვლისა კომიტეტის სხდომაზე და იქ შეძლებდა საკუთარი სამართლებრივი არგუმენტების მოყვანას,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს როგორც პარლამენტში დღეს მოსული დეპუტატები განმარტავდნენ, ვიდრე ნიკა მელია ციხეში რჩება, ისინი საკანონმდებლო საქმიანობაში მხოლოდ ნაწილობრივ ჩაერთვებიან. დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ დეპუტატი სალომე სამადაშვილი, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები თეონა აქუბარდია და პაატა მანჯგალაძე. თუმცა, პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს განიხილავდნენ, მათგან მხოლოდ ანა ნაცვლიშვილი და თეონა აქუბარდია ესწრებოდა. ანა ნაცვლიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების სახელით სხდომაზე განცხადება გააკეთა კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი შეჩერება მოითხოვა.

თეგები: ანა ნაცვლიშვილიშალვა პაპუაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებოდა – შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 31, 2021
783
პოლიტიკა

პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის ნებას არ აღიარებს – შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 31, 2021
774
პოლიტიკა

ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი – შალვა პაპუაშვილი

დეკემბერი 31, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია