პარალმენტში შესვლაზე „ნაციონალური მოძრაობაც“ უარს ამბობს.
„ეს არ არის პარლამენტი და ვერ იქნება პარლამენტი. შესაბამისად, იქ არ გვესაქმება არავის. ამიტომ ჩვენ მოთხოვნა რჩება უცვლელი. ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში და ეს ყველაფერი მიღწეულ იქნება უახლოეს პერიოდში. ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რა ნებაც არის საზოგადოებაში. ყური ვუგდეთ საზოგადოებას, არ შევდივართ და არ ვიღებთ ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა. „ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შევა და არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტში შესვლაზე ასევე უარი თქვა „ლელომ“, ასევე „გირჩმა“.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
რა მოხდება, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ბოიკოტს გამოუცხადებს და პარლამენტში არ შევა











