პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს აირჩევს.
კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდება.
როგორც ცნობილია, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდი მხარს გიორგი კალანდარიშვილს უჭერს, ხოლო ცესკოს წევრის პოსტზე ასარჩევად გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს აძლევენ ხმას.











