“კარგია, თუ „რესპუბლიკელებს“ უკვე გაუჩნდათ სურვილი, პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტი ერთჯრადი გამოყენების არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„თუ პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის შემოდიან, ე.ი. მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და ბედი, და არა საკითხი ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევები. სასურველი და აუცილებელია, ოპოზიცია ასეთი საკითხების განხილვას ესწრებოდეს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საარჩევნო ცვლილებების განხორციელებისთვის „ქართული ოცნება“ მზად არის, ნულიდან 3 პროცენტამდე ბარიერის განხილვის კონტექსტში. ამ დიაპაზონში ვიმუშავებთ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან, ვინც პარლამენტში შემოვა და გადაწყვეტილება მათთან ერთად იქნება განხილული. მხოლოდ საარჩევნო თემატიკა არ არის ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხი, სხვა ბევრი საკითხია, რომელიც ერთობლივად უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პარტია პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევა, თუ პარლამენტში ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემით არჩევნების შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.










