საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა, რომელსაც მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებიან, დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და სამანდატო კომისია 87-87 ხმით აირჩია.
მათი შემადგენლობა ასე გამოიყურება: დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის წევრები: ირაკლი ბერაია; ედიშერ თოლორაია; გივი მიქანაძე; ნიკოლოზ სამხარაძე; თამარ ტალიაშვილ; მარიამ ქვრივიშვილი. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის წევრები: ირაკლი ბერაია; მაია ბითაძე; პაატა კვიჟინაძე; დავით მათიკაშვილი; ირაკლი მეზურნიშვილი; გოგი მეშველიანი; მიხეილ სარჯველაძე; დავით სონღულაშვილი; ნინო წილოსანი.
დღეს მეათე მოწვევის პარლამენტმა ოფიციალურად დაიწყო მუშაობა.
უკვე რამდენიმე კვირაა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მართალია, მხარეები დეტალებს არ ასაჯაროებენ, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეულ პუნქტებზე აზრების დაახლოება მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისთვის “პრინციპული საკითხები”, როგორიცაა რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ქართული ოცნებისთვის კვლავ წითელ ხაზად რჩება.











