პარლამენტმა ვერ წარმოაჩინა თავისი თავი როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელმა შტომ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„დღეს სამწუხაროდ, პარლამენტი იქცა პროკურატურის გაგრძელებად. პარლამენტმა ვერ წარმოაჩინა როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელმა შტომ თავისი თავი და წარმოაჩინა ხელისუფლების მართლმსაჯულება.
პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგები დადგა იმის გამო, რომ 9 წელი ჯოჯოხეთურ მართლმსაჯულებას აშენებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი იყვნენ საქართველოში ჯოჯოხეთური მართლმსაჯულების არქიტექტორები“, – განაცხადა ელისაშვილმა.
88 მომხრე, 2 წინააღმდეგი – უმრავლესობამ პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას და გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს, მხარი დაუჭირა.











