„პარლამენტში არ შევალო, არადა კიევში აღებული ნებართვის მერე, კართან არის ატუზული და შესვლის „გაპრავების“ მიზეზებსაც დაეძებს რეგიონებში“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე საუბრობს.
„სიტყვის ფასსა და ვაჟკაცობაზე ლაპარაკობს ნიკანორ მელია, რომლის სიტყვას თეთრის ფასი არ აქვს. არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს, გირაოს არ გადივიხდიო, გადაუხადეს, გირაოც მიიღო და ციხეც დატოვა, ამნისტია არ მინდაო და ამ დროს მთელი ოპოზიცია მხოლოდ მასზე მორგებულ ვარიანტს „აწვება“, პარლამენტში არ შევალო, არადა კიევში აღებული ნებართვის მერე, კართან არის ატუზული და შესვლის „გაპრავების“ მიზეზებსაც დაეძებს რეგიონებში. როცა ასეთი „სიტყვის კაცი“ ხარ და ოფლისდენამდე ხარ საკუთარ სიტყვებზე ნახტუნავები და ასეთი „გმირი“ სხვას რომ ემართლები, ცოტა უხერხული ხომ არ არის? თუ ყველა გრძნობა და ღირსება კიევში დატოვე მძევლად?“,- ამბობს ანალიტიკოსი.










