პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა გადაიდო.
ეკატერინე ტიკარაძისთვის პარლამენტში ამ კვირაში უნდა მოესმინათ.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, სესიის გადადება თავად მინისტრმა ითხოვა და ბიუროს წერილითაც მიმართა.
„უნდა დავთანხმდეთ, რადგან მას გარკვეული არგუმენტები გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.











