„ლელოს საქართველოსთვის“ პარლამენტში არ შევა. ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ვცნობთ. „ლელო“ არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგები ამრთლაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევლენ. ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება უკე მიიღო. პარტია პარლამენტში არ შევა და არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
რა მოხდება, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ბოიკოტს გამოუცხადებს და პარლამენტში არ შევა











