“მოსამართლეების საკითხის პარლამენტში შემოტანის შემდეგ „ქართული ოცნების“ მარტო დატოვებას მე არ ვემხრობი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“ უნდა შევუქმნათ ყველანაირი პრობლემა და ძალიან ხისტები უნდა ვიყოთ, რომ მოსამართლეების დანიშვნას წინაღობები დავუპირისპიროთ. ანუ, ყველა რესურსი უნდა ამოვწუროთ იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს რა ხდება მოსამართლეების გარშემო. ამ კონდიციას, მოსამართლეების საკითხის პარლამენტში შემოტანის შემდეგ „ქართული ოცნების“ მარტო დატოვებას მე არ ვემხრობი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.









