პარლამენტში თეა წულუკიანის ადგილმონაცვლე ნინო იობაშვილი იქნება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნინო იობაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.
პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლესთან დაკავშირებულ დადგენილებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.










