“არც პარლამენტი გვაქვს და არაფერი არ გვაქვს, ქვეყნის მტრობაა, რაც ხდება”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სადღესასწაულო წირვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მეუფე იაკობის თქმით, ეკლესიას პარტიული ტელევიზიები უტევენ.
“მე საერთოდ ჩვენი პოლიტიკოსების ვერ გამიგია, ჩატარდა არჩევნები ხო?! იმის გამო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო და მაგენი გამოგვერჩია 3 000 ადამიანზე მეტი მსხვერპლი მივიღეთ [კორონავირუსის გამო], ახლა გაჭირვებული დროა, მაგრამ მოვა დრო ყველას მოვთხოვ პასუხს მაგაზე, ახლა არც პარლამენტი გვაქვს და არაფერი არ გვაქვს, ქვეყნის მტრობაა რაც ხდება, ხომ კარგად იცით რომელი პარტიული ტელევიზიები გვიტევენ, და რას გავს ეს? ვთქვათ, გინდა მოსვლა, მოგიშვებთ ხელისუფლებაში? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ, რომელიმეს ავტორიტეტი აქვს, თუ ხალხს უყვარს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.











