კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ძალადობრივი ჯგუფის მიერ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება. როგორც წულუკიანი ამბობს, პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში რაც მას შეეძლო არა მხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან.
„საქართველოში არ არსებობს ადამიანი არამც თუ მინისტრი რომელიმე, არამედ ადამიანი, იქნება ეს ერისკაცი თუ სასულიერო, რომელიც არ ემიჯნება ძალადობას. გუშინ ვიხილეთ გარკვეული მოვლენები. რა თქმა უნდა, მინდა ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს ვინც დაზიანდა, არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ ნებისმიერ სხვა ადამიანს. აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა არა მხოლოდ გუშინ იმ ფარგლებში რაც მას შეეძლო, არამედ აქციის დღემდეც და ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან მათი”,- განაცხადა წულუკიანმა.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. პრემიერი ამბობს, რომ ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება.










