ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით პატრიარქის უსართხოების მიზნით სამინისტრო გეგმას შეიმუშავებს.
მისივე თქმით, საპატრიარქოში ინტენსიური ტესტირება ჩატარდება.
“ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება გეგმა, რომ აუცილებლად ჩატარდეს ინტენსიური ტესტირება, რათა უზრუნველვყოთ პატრიარქის უსაფრთხოება. ჯერჯერობით დამატებითი ცნობები არ არის მიღებული, მაგრამ როგორც კი გვექნება ინფორმაცია, მოსახლეობისთვის გავხდით საჯაროს”, – განაცხადა ტიკარაძემ “იმედთან”.
ცნობისთვის, პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.











