fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი პარლამენტში შედის

17:31 იანვარი 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ ზილფიმიანი ღია წერილში წერს.

„ჩემი ცხოვრების მანძილზე, წარსულიდან მოყოლებული, დღემდე, არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, ყოველთვის ვმოქმედებდი ჩემი მოქალაქეობრივი მრწამსისა და ქვეყნის საჭიროების შესაბამისად. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მხარს ვუჭერდი ამა თუ იმ პოლიტიკურ მიმდინარეობას. კერძოდ, 2004 წელს, ქვეყნის განახლებასა და აღმშენებლობას; 2012-ში, კაცთმოძულე ტირანიის გადაგდებას; ხოლო შემდგომ, პატრიოტიზმსა და სამართლიანობის აღდგენას. ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო, ქვეყანაში მომხდარი თითქმის ყველა კატაკლიზმის მსხვერპლი გავხდი, ისე, როგორც ეს იყო აფხაზეთის მოვლენებში ჩემი მონაწილეობისას; „ბასილისტების“ შავი ინკვიზიციის პერიოდში, რომლებმაც წიგნების დაწვითა და დარბევით (მათ შორის, ჩემი კომპანიის) დატოვეს კვალი; ასევე, 2012 წელს, დამოუკიდებელი ტელევიზიების სიგნალის გავრცელების შესაწყვეტად, იმდროინდელი რეჟიმის მიერ, ისევ ჩემი კომპანიის სრული დარბევით დასრულდა. მიუხედავად ყველაფრისა, მესამედ მომიწია კომპანიის აშენება და კვლავაც იგივე საქმიანობას ვახორციელებ, როგორც ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი. პოლიტიკა არასოდეს მიმაჩნდა უფრო მნიშვნელოვან საქმიანობად, ვიდრე ჩემი სამეცნიერო, აკადემიური, მედია და ტექნიკური მიმართულებანი, რომელთაც დავუთმე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთის მოწინავე სამეცნიერო ცენტრებსა და კოსმოსურ სააგენტოებში, ვარ რა, უკვე მრავალი წელია, ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტი. ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის“ – წერს დავით ზილფიმიანი.

თეგები: პატრიოტთა ალიანსი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რუსთაველის გამზირზე “პატრიოტთა ალიანსი” აქციას მართავს

ივლისი 4, 2021
796
პოლიტიკა

დაინიშნება ახალი არჩევნები და ბატონი კობახიძე აღარ იქნება პარლამენტში – ირმა ინაშვილი

იანვარი 5, 2021
815
პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არ შესულან პარლამენტში – ირმა ინაშვილი

იანვარი 5, 2021
786

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია