საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, პედიატრები ამბობენ, რომ ვირუსის განვითარების თვალსაზრისით ბავშვებშიც ცუდი მდგომარეობაა.
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრი ამბობს , რომ აუცილებელია 12 წლიდან დაიწყოს ბავშვთა ვაქცინაცია.
„ეპიდსიტუაცია გაუარესებულია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებშიც. ბავშვების უმრავლესობის მართვა შესაძლებელია სახლებში, შესაბამისად იმდენი პრობლემა არ უნდა შექმნას, რამდენიც მოზრდილ მოსახლეობაში.
აუცილებელია, რომ 12 წლის ასაკიდან დავიწყოთ ვაქცინაცია და ეს მშობლებსაც უნდა გავაგებინოთ. ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე, თავი შევიკავოთ მასობრივი შეკრებებისგან“, – განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.











