fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა – გოჩა ლორთქიფანიძე

11:51 დეკემბერი 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
819
ნახვა

„დღეისათვის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მდგომარეობა ამ ნიშნულზე შევინარჩუნოთ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ უწყების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„კოვიდ19-თან ბრძოლა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი სისტემის თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობის დაცვა და, ამასთანავე, სისტემა მუშაობდეს სტაბილურად და ეფექტურად. სერვისები უკვე ახალ გარემოებებში, დაწესებული შეზღუდვების დაცვით, შეუფერხებლად მიეწოდება მოსახლეობას. ეს გულისხმობს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლას; მაცნეს ვებგვერდზე შესაბამისი სამართლებრივი აქტებისთვის StopCov საქაღალდის შექმნას;

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მომსახურების მისაღებად დაჯავშნის ახალი სისტემის ამოქმედებას. ეს კოვიდის პირობებში მომსახურების მენეჯმენტისა და მისი მართვის საშუალებას იძლევა ისე, რომ დაცული იყოს თითოეული მომხმარებლისა და პერსონალის უსაფრთხოება. დისტანციურ ფორმატზე ადაპტირდა სასწავლო ცენტრის პრიორიტეტული ტრენინგ მოდულები, შეიქმნა დროებითი სანოტარო ბიუროები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„რეგულარულად ხდება პენიტენციური დაწესებულებების დეზინფექცია, მოწყობილია სამედიცინო საკარანტინო ზონები, ყოველი ახლადშესახლებული პატიმარი ექვემდებარება სამედიცინო სქრინინგსა და ტესტირებას. პენიტენციური დაწესებულებების პერსონალს ასევე უტარდება მუდმივი სქრინინგი და ტესტირება. სასამართლო სხდომებში პატიმრები დისტანციურად მონაწილეობენ. დღეისათვის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მდგომარეობა ამ ნიშნულზე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

თეგები: გოჩა ლორთქიფანიძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდი გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თებერვალი 14, 2021
826
მთავარი ამბავი

რუსეთი სტრასბუგის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდაზე უარს აღარ აცხადებს – გოჩა ლორთქიფანიძე

თებერვალი 8, 2021
901
მსოფლიო

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფუნდამენტურად შეცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების ლანდშაფტი – ლორთქიფანიძე

თებერვალი 8, 2021
845

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია