fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პენიტენციური სამსახური „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება

13:15 ივლისი 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
864
ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მთავარ არხზე გასულ სიუჟეტთან  დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია მთავარ არხზე მიმდინარე წლის 25 ივლისს გასულ სიუჟეტს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დ.ჭ.-ს სუიციდთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სიუჟეტი აგებული იყო ყალბ ინფორმაციაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

კერძოდ, სიუჟეტში ითქვა, თითქოს ბრალდებული მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში იყო ჩართული, თუმცა მას არ მიეწოდებოდა მისი საჭიროების შესაბამისი პრეპარატის დოზა, რამაც შესაძლოა მას სუიციდალური აზრები გაუმწვავა. ამასთან, სიუჟეტში გამოთქმული იყო პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულის ადვოკატს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დაუმალა.

პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულ დ.ჭ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე გაეწია მორიგე ექიმის კონსულტაცია. ბრალდებულის მიერ ექიმისთვის მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მას შეეთავაზა ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში გადამისამართება, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა და შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი.

არც თავისუფლების პირობებში იყო დ.ჭ. მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართული. შესაბამისად, არც თავისუფლების პირობებში და არც პენიტენციურ დაწესებულებაში მას მეტადონი არ მიეწოდებოდა. ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ბრალდებულისთვის მიწოდებული დოზის ნაკლებობაზე მსჯელობა კი საფუძველს მოკლებულია.

რაც შეეხება N8 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ ადვოკატისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის მიუწოდებლობას, ადვოკატმა მოცემული მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულების მთავარ ექიმს მიმართა მიმდინარე წლის 14 ივლისს (ბრალდებულის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ), რაზეც მას განემარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეში, კერძოდ კი გარდაცვლილი ბრალდებულის ოჯახის წევრის წერილობითი თანხმობის გარეშე, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემა ვერ მოხდებოდა.

მეორე დღესვე, მიმდინარე წლის 15 ივლისს, გარდაცვლილის ნათესავმა მთავარ ექიმს მიმართა სამედიცინო დოკუმენტაციის მოთხოვნით, რასაც თან დაურთო გარდაცვლილი პირის დედის მიერ გაცემული მინდობილობა, რის შემდეგაც მას იმავე დღეს გადაეცა სრული სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ინფორმაცია უნდა გაცემულიყო ადვოკატზე ოჯახის თანხმობის გარეშე არ შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ინფორმაცია არ გაცემულა არის ყალბი.”- წერია განცხადებაში.

თეგები: მთავარი არხიყალბი ინფორმაცია

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ქარელში დაშავებული „მთავარი არხის“ ოპერატორი კლინიკიდან გაწერეს

სექტემბერი 16, 2021
773
ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ივლისი 27, 2021
787
საზოგადოება

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ მუქარასა და მანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მარტი 6, 2021
815

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია