„ჯო ბაიდენი რადიკალური დღის წესრიგის ტროას ცხენია“, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა. ინფორმაციას Thehill-ი ავრცელებს.
მისი თქმით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფლებასა და სოციალიზმს შორის არჩევანი იქნება.
„საქმე არ ეხება იმას, იქნება თუ არა ამერიკა უფრო კონსერვატიული ან უფრო ლიბერალური, უფრო „რესპუბლიკელების“ თუ უფრო „დემოკრატების“. საუბარია იმაზე, დარჩება თუ არა ამერიკა ამერიკად. ჯო ბაიდენი ამერიკას სოციალიზმისა და დასუსტების გზით წაიყვანს. ის რადიკალური დღის წესრიგის ტროას ცხენია“,- აცხადებს პენსი.
ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.











