ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი 25-ე შესწორების გამოყენებით, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვადაზე ადრე გადაყენებას არ დათანხმდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის გაგზავნილ წერილში მაიკ პენსი ნენსი პელოსსა და სხვა კონგრესმენებს ურჩევს თავი აარიდონ ისეთი ქმედების გამოყენებას, რომელიც მოსახლეობის გახლეჩასა და კონფრონტაციის გაზრდას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ს კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.











