ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინაზე ბევრი ადამიანია რეგისტრირებული, ასევე იმატა AstraZeneca-ზე მოთხოვნამაც.
„კარგია ის ფაქტი, რომ Pfizer-ის ვაქცინაზე ბევრია რეგისტრაცია, ასევე მოთხოვნა იმატებს AstraZeneca-ზეც. გარდა იმისა, რომ ცოდნაა მნიშვნელოვანი, ასევე აუცილებელია მაგალითის მიცემა, ამიტომ ვაქცინების პოპულარიზაციისთვის და დადებითი ქცევის ხელშეწყობისთვის. ინიციატივა გვაქვს, რომ 100 ცნობილი ადამიანი საჯარო სივრცეში აიცრას, რათა მათ მოსახლეობას მაგალითი მისცენ და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდონ. პარალელურად, ჩვენ მეტად აქტიურად მოვუწოდებთ ცნობად სახეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ და საკომუნიკაციო კამპანიის აქტიური წარმოების მხარდაჭერისკენ“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, 29 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 4 924 ადამიანი აიცრა.











