Public Health England (PHE)-ის მონაცემებით, Pfizer-BioNTech-სა და Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინები 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს 80%-ით ამცირებს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„მონაცემები აჩვენებს იმას, რომ ვაქცინები ინფექციას ამცირებს და ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს“,- აცხადებს ექიმი მერი რამსეი.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში 20 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული. გეგმის მიხედვით, პირველად ჯერ რისკ ჯფუფში მყოფ ადამიანებს ცრიან.











