„სინოფარმით“ ვაქცინაციის დასაწყებად ჩვენ მზად ვიქნებით უკვე მომდევნო კვირიდან, თუმცა გარკვეული პერიოდი ჩვენ დაველოდებით ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. ვსაუბრობთ 2 კვირაზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიდის, „სინოფარმის“ გამოყენების“ სამართლებრივი საფუძვლები დღესაც არსებობს და არჩევანი შეუძლია მოქალაქეს გააკეთოს, მაგრამ რადგან ჩვენი მიდგომნა იყო, რომ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები გამოვიყენოთ, ვფიქრობ, მეტი ნდობა ექნება ვაქცინას მას შემდეგ, რაც ავტორიზაციას მიიღებს, -აღნიშნა გაბუნიამ.











