აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ბოლო პერიოდში აშშ-ში კოვიდით გარდაცვლილთა 99,2%-ი არავაქცინირებული იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„სამწუხაროა იმის გაანალიზება, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეგვეძლო“,- ამბობს ფაუჩი.
როგორც აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ამბობს, ამერიკას გაუმართლა, რომ მოსახლეობის იმუნიზაციისთვის საკმარისი ვაქცნინები აქვს, როდესაც სხვა ქვეყნებში ამის დეფიციტია.
ფაუჩი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში ვირუსს 621,293 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.










