„ინდოეთს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ“,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ფაუჩის თქმით, ვირუსს ვერ დავამარცხებთ, თუ ქვეყნებმა ერთობლივად არ იმოქმედეს.
„გლობალურ პანდემიაზე გლობალური პასუხია საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. ინდოეთს კორონავირუსთან ბრძოლაში აუცილებლად უნდა დავეხმაროთ“,- განაცხადა ფაუჩიმ.











