აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდის ახალი შემთხვევების სწრაფი მატების მიზეზი მხოლოდ ვირუსის ახალი მუტაციები არ არის.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„კოვიდის შემთხვევების სწრაფი მატების ერთ-ერთი მიზეზი ვირუსის ახალი ვარიანტებია, თუმცა არა ერთადერთი. ვხედავთ, რომ ზიგიერთმა შტატმა შეზღუდვები შეამსუბუქა, რაც ჩემი აზრით, ნაადრევია. როდესაც ქვეყანა პანდემიის პერიოდში ე.წ. პლატოს აღწევს, დიდი რისკია რომ შემთხვევებმა სწრაფად იწყოს მატება. ზუსტად ამის მომსწრენი ვართ ახლა“,- განაცხადა ფაუჩიმ.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კოვიდით 30,962,803 ადამიანი დაინფიცირდა.









