აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კოვიდის ბრიტანული შტამი (B.1.1.7) უფრო სწრაფად ვრცელდება და მომაკვდინებელია.
ფაუჩის თქმით, აღნიშნული ვაქცინაციის, სოციალური დისტანციისა და პირბადის ტარების აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„კოვიდის ბრიტანულ შტამთან გასამკლავებლად ორი ვარიანტი არსებობს: უფრო მეტ ადამიანს გავუკეთოთ ვაქცინა, რომელიც ვიცით რომ ვირუსის ამ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია. მეორე – დავიცვათ პრევენციული ზომები, რომლებზეც მუდმივად ვსაუბრობთ: სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ხალხმრავალ ადგილებს თავი ავარიდოთ“,- განაცხადა ფაუჩიმ.










