აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრობს.
როგორც ფაუჩი ამბობს, ამერიკელებს შეუძლიათ იზეიმონ ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, თუმცა კორონავირუსზე გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოაცხადონ.
ამის შესახებ Theguardian-ი წერს.
„უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ და გამარჯვება ნაადრევად არ გამოვაცხადოთ.
ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს დაახლოებით 68 მილიონი ადამიანი, რომლებსაც არ გაუკეთებიათ აცრა. თუ არ ხართ აცრილი, დაფიქრდით იმაზე, რომ ვაქცინაციით იცავთ საკუთარ თავს, თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახს და საზოგადოებას,“- აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.










