„აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს ქვეყანამ კოვიდის ახალი ვარიანტებისგან თავის დაღწევა“,- ამის შესახებ ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ფაუჩის თქმით, საჭიროა რომ ამერიკას მაისის ბოლომდე, ვაქცინაციის მსურველთათვის, საკმარისი ვაქცინა ჰქონდეს.
ენტონი ფაუჩიმ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციის პარალელურად აქტიურად დაიცვან პრევენციული ზომები.
„პრევენციული ღონისძიებების დაცვას ნაადრევად ნუ დაანებებთ თავს. მიყევით დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ დაწესებულ რეკომენდაციებს . ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია“,- განაცხადა ფაუჩიმ.










