ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სკოლები არ დაიხუროს,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
„ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ სკოლები იყოს ღია, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ბავშვებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე აუცილებელია რომ მოხდეს დაკვირვება იმაზე, თუ როგორი ეპიდვითარება იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე“,- აცხადებს ფაუჩი.











