ფაუჩის წინამძღოლობით ჩვენი ქვეყანა გაცილებით ძლიერი იქნება,- ამის შესახებ აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ექიმი ენტონი ფაუჩი არა მხოლოდ მთავარი ექსპერტია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ის კარგი ადამიანი და დაუღალავი საჯარო მოხელეა.
ის ექვსი პრეზიდენტის მმართველობის დროს ემსახურებოდა ქვეყანას და უმკაცრესი გამოწვევების დროს წინ მიგვიძღოდა. ჩვენი ადმინისტრაცია და ქვეყანა მისი წინამძღოლობით გაცილებით ძლიერი იქნება“, – წერს ბაიდენი.











