აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი ე.წ. ინდურ შტამზე მოდის,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ენტონი ფაუჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მართლაც სამწუხარო და ტრაგიკულია, რადგან ამ შემთხვევების უმეტესობის თავიდან აცილება და პრევენცია შესაძლებელი იყო.










