fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა

08:19 სექტემბერი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
783
ნახვა

კომპანია „ფეისბუქმა“ სოციალური ქსელიდან რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა.

კომპანიის განცხადებით, წაშლილია ყალბი ანგარიშების სამი ქსელი, რომელთა სამიზნეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველო წარმოადგენდა.

კერძოდ, „ფეისბუქის“ განცხადებით, უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ 34 ანგარიში. აღნიშნული ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთიდან იმართებოდა და ფოკუსირებული იყო ძირითადად სირიასა და უკრაინაზე, ასევე შედარებით მცირე დოზით, თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსსა და მოლდოვაზე. ამას გარდა, აღნიშნული საქმიანობის მცირე ნაწილი მიმართული იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სკენ.

როგორც კომპანიაში განმარტავდნენ, ყალბი ანგარიშებით იქმნებოდა გამოგონილი პირები, რომლებიც საკუთარ თავს წარმოაჩენდნენ ჟურნალისტებად ან იმ ქვეყნების ადგილობრივ მცხოვრებლებად, რომლებზეც ფოკუსირებული იყო ქსელი, უკავშირდებოდნენ მედიაორგანიზაციებს, ეწეოდნენ საკუთარი პლატფორმებისა და სხვა სოციალური ქსელების პოპულარიზაციას და ავრცელებდნენ თავიანთ კონტენტს.

აღნიშნული კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდნენ, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად, არაბულად. ისინი ხშირად პოსტავდნენ ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატო-ს, უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ.

კომპანია „ფეისბუქში“ აღნიშნულ კოორდინირებულ საქმიანობას 2018 წლის აგვისტოში და 2020 წლის თებერვალში წაშლილ ქსელებს უკავშირებენ.

„იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ოპერაციის უკან მდგომმა პირებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა დაემალათ საკუთარი ვინაობა და კოორდინირება, ჩვენმა გამოძიებამ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დააკავშირა“, – ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად გამოეყენებინათ.

„ფეისბუქის“ მიერ გამოვლენილი კიდევ ერთი ქსელი ერთ ჯგუფს, ხუთ ანგარიშს, ერთ გვერდსა და „ინსტაგრამის“ სამ ანგარიშს მოიცავდა. მისი წარმომავლობა ასევე რუსეთიდან იყო და ის ძირითადად ფოკუსირებული იყო თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე, ასევე აშშ-ზე. ამერიკული კომპანია აღნიშნული საქმიანობის უკან მდგომ პირებს რუსეთის ინტერნეტკვლევების სააგენტოს უკავშირებს, რომელიც ასევე ცნობილია „ტროლების ქარხნის“ სახელით.

„ფეისბუქის“ მიერ გამოვლენილი მესამე ქსელი ასევე წარმოშობით რუსეთიდან არის და 23 ანგარიშისგან, ექვსი გევრდისგან და „ინსტაგრამის“ რვა ანგარიშისგან შედგება. ის ორიენტირებულია გლობალურ აუდიტორიაზე და რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის ბელარუსზე. აღნიშნულ ყალბ ანგარიშებსა და გვერდებზე ინფორმაცია ძირითადად ინგლისურად და რუსულად ქვეყნდებოდა და ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა არჩევნები და საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში, რუსეთისა და უკრაინის პოლიტიკა, გეოპოლიტიკური კონსპირაციული თეორიები, რუსეთ-ნატოს ურთიერთობები, რუსეთის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კრიტიკა, სოციალურ-ეკონომიკური საკითხებში აშშ-ში, აშშ-ის პოლიტიკური კანდიდატები. ამ საქმიანობას „ფეისბუქის“ გამოძიება რუსეთის სადაზვერვო სამსახურს უკავშირებს.

თეგები: ფეისბუქიყალბი ინფორმაცია

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება

ივლისი 26, 2020
864

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია