საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ მიღწევას წარმოადგენს, – ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.
მისი თქმით, „მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად“. „ამ უქმე დღეებში ჩატარებული არჩევნები საქართველოს ხალხისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ მიღწევას წარმოადგენს – გილოცავთ.
მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად. მომდევნო წლებში ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენ ერებს შორის“, – აღნიშნა ბრიდლავმა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











