„ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება ამ შეხვედრაზე დაწყებული უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობით, გაგრძელებული უსაფრთხოებით,როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში. რუსეთი გავლენის ზრდასთან დაკავშირებით, გვექნება საუბარი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რეგიონში, რომელიც არის შემაშფოთებლად მაღალი და მზარდი, ამიტომ საკითხები არ იქნება უბრალოდ საკითხებისთვის”, – მის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
” ვფიქრობ, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს, არსებობს უდიდესი პოტენციალი, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობის სახით, ქართველ ხალხთან დადგნენ ისე ახლოს, როგორსაც თითოეული პატრიოტი ქართველი ისურვებდა. ეს დიდი შესაძლებლობები და პერსპექტივები გახსნილია. ბევრი რამ ამ შემთხვევაში დამოკიდებულია დემოკრატიულ ოპოზიციაზე და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შანსის მაქსიმალური კაპიტალიზება უნდა მოვახდინოთ“, -განაცხადა მელიამ.









