ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რომელ კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ საერთაშორისო სტატუსი.
როგორც მაჭავარიანი განმარტავს, არსებობს რამდენიმე პირობა, რომელსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს.
„საერთაშორისო სტატუსის მიღება შეუძლია ორი სფეროს წარმომადგენელს: აიტი სფერო და საზღვაო სერვისები.
ეს არის საქმიანობები, რომლის განხორციელებასაც დასაშვებად არის ცნობილი დაბეგვრის რეჟიმისთვის. ეს გულისხმობს, მოგების გადასახადის 5%-ს და საშემოსავლოს 5%-ს ნებისმიერ გაქირავებულ მუშაკზე
იმისთვის, რომ კომპანიამ სტატუსი მიიღოს, უნდა ჰქონდეს აღნიშნულ საქმიანობებში არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. შეიძლება იყოს არარეზიდენტი, თუმცა 2 წლის გამოცდილება საჭიროა. მათ შემოსავლების სამსახურში ამის შესახებ განაცხადი უნდა გააკეთონ“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.











