fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ფირუზ წულუკიძე: ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და ველოდებით ბიულეტენების დათვლას

20:48 ოქტომბერი 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
900
ნახვა

გინიოში მდებარე N 91 საარჩევნო უბანზე, სადაც ცოტა ხნის წინ ენმ-ის წევრების ლევან ვარშალომიძისა და მურმან დუმბაძის გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი სპორტსმენები მოვიდნენ.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, ფირუზ წულიკიძემ განაცხადა, აქ მოვიდნენ, რადგან საკუთარი და ქართველი ამომრჩეველის ხმა დაიცვან.

„გავიგეთ, რომ მოხდა დაპირისპირება, ლევან ვარშალომიძეს თავს დაესხნენ, მცდელობა იყო რა თქმა უნდა, უსუსური. აქ ვართ ჩვენ, რომ ზედმეტი რამე აღარ მოხდეს.

ეს პროვოკაციები, გამოწვევები, მე მგონი, მიუღებელია. ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და არ გვინდა ამ ადამიანებთან დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის ყველაფრისთვის მზად ვართ. არ ვაპირებთ, რომ ვინმეს ჩვენი და ჩვენი საზოგადოების სურვილი და ნება გავატანოთ და ყველაფრისთვის მზად ვართ.

ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება და ჩვენც მაგიტომ ვართ, რომ ამ ყველაფერს რითიც შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ. ვფიქრობთ, რომ რაღაც ეტაპზე გამოგვდის და ყველაფრისთვის მზად ვართ. არ მივცემთ არავის უფლებას, რომ პროვოკაცია მოაწყონ.

შემთხვევის დროს არ ვიყავით, ახლა მოვედით, არ ვიცით ვინ მოაწყო ეს პროვოკაცია, მაგრამ როგორც ყველა უბანზე და ყოველთვის, მმართველი გუნდის მხარდამჭერები ახდენენ ამ პროვოკაციას.

ჩვენ მშვიდად ვართ. ვიცით, რომ გამარჯვება ჩვენსკენაა, ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და ველოდებით ბიულეტენების დათვლას. დავიცავთ ბოლომდე ჩვენს და ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის ნებას“, – განაცხადა ფირუზ წულუკიძემ.

შეგახსენებთ, ფირუზ ბოლქვაძის ძმა, რეზო წულუკიძე ხულიგნობის მუხლითაა დაპატიმრებული. ძმის გათავისუფლების მოთხოვნით, ფირუზ ბოლქვაძის სახელს უკავშირდება ბათუმში არაერთი ხმაურიანი აქცია, ასევე რამდენიმე დღის წინ ხულოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძისა და მმართველი გუნდის დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობა.

ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: 2020 წლის არჩევნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
782
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
823
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

მაისი 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია