ფოთში, ჭანტურიას ქუჩაზე, კორპუსში დაკვამლიანების შედეგად, 40 წლის მამაკაცი და მისი 86 წლის დედა გარდაიცვალნენ.
ცხედრები ამ დროისთვის, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 188-ე მუხლით,რაც გაუფრთხილებლობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე, მომხდარზე ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა.
ავტორი: თეა შონია











