ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სრულ ბოიკოტზე გადადის, ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„თუ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მცირე შანსი მაინც იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ამის ჩაგდების შესაძლებლობას არ მივცემთ, მაგრამ, ამასთანავავე, მინდა, გითხრათ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სრულ ბოიკოტზე გადადის“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.











