პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტს დააკლდა და ის „დაამშვენებდა საკანონმდებლო ორგანოს“.
„პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილებაა და მე არ მინდა, ამ შემთხვევაში, რამე შეფასება გავაკეთო.
ძალიან დაამშვენებდა პარლამენტს ნიკა მელია თავისი შემართებით. დაგვაკლდა ნამდვილად“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.










