დღეს, ქუთაისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა N1 სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომი მგზავრები შეამოწმეს. დაჯარიმდა ორი პირი.
,,პირბადეები ჰქონდათ, მაგრამ არასწორად ეკეთათ,” – განმარტეს პოლიცილებმა.
კორონავირუსის გამო, პირბადის ტარება სავალდებულოა ლიფტებში, სავაჭრო ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო უმაღლეს დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. ჯარიმა არ შეეხებათ იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობა არ აძლევს საშუალებას და 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირბადის არ ტარება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20, ხოლო იურიდიულის 500 ლარით.
ავტორი: კესო მოლაშხია











