“უკვე დაწესებული რეგულაციები უნდა აღსრულდეს. პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს. არადა, ჩვენ 73%-იანი ნიშნული გვქონდა და ეს 23%-იანი სხვაობა არის უდიდესი დეფიციტი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველდღიურად მოგვდის ინფორმაცია – ვიღაცას ჯარიმა დაეკისრა, სადღაც რესტორანი დალუქეს. ეს პროცესი მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც დაწესებულია, აღსრულდეს. კიდევ დამატებითი შეზღუდვების მენიუ აღარ დარჩა. არსებული რეგულაციები თუ არ აღსრულდა, აზრი არ აქვს”,- განაცხადა გაბუნიამ.











