აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ პარტია „სამართლიანობის“ ლიდერის, ეკა ბესელიას და „ძალა ერთობაშიას“ წევრის, მურმან დუმბაძის დებატები შედგა.
გუშინ მურმან დუმბაძემ აჭარის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეკა ბესელიასთვის მიცემული ხმები დაკარგულად ჩაითვლებოდა და მან საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
საპასუხოდ, ეკა ბესელიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იმ ადამიანისთვის პასუხის გაცემა, რომელიც მოსახლეობას წყევლიდა, მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
„პიროვნულად არ ვეხები, ერთ-ერთ არცნობილ არჩევნებზე საშინლად წყევლიდა ხალხს, ვინც 5-იანს შემოხაზავდა, უბედურება უნდა დამართნოდათ. გამიგია, კაცის წყევლა საშინელიაო. იმ ადამიანისგან არც წყტევლა, არც კრიტიკა და არც უაზრო საუბარი კომენტარის ღირსად არ მიმაჩნია“, – აღნიშნა ბესელიამ.











