პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ერთი შეხედვით, საოცარი, ანომალიური ამბავია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ დღევანდელი ოპოზიცია და მისი მედია, სრული შემადგენლობით, დაკომპლექტებულია საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სახიფათო და ადამიანის მოძულე პოლიტიკური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო წარმომადგენლებით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ანომალია ნორმად მოგეჩვენებათ“, – ამბობს ნაცვლიშვილი.
ნინო ლომჯარია – გიორგი შაქარაშვილის ოჯახის განცხადებით, კადრების გავრცელება მათ ტრავმირებას იწვევს










