„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისი პარტია პლებისციტის ჩატარებას მხარს არ უჭერს, თუმცა ოპოზიციურ პარტიების სოლიდარობის ნიშნად, ამ ნაბიჯზეც წავლენ.
„ზოგი პლებისციტს, ზოგი არჩევნებს, ზოგი რას ითხოვს, ამ თვალსაზრისით კამათი მიმდინარეობს, ზოგადად, ჩვენ პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით შედარებით გულგრილები ვართ. სხვა იდეები, რაზეც მსჯელობა მიდის, უფრო მოგვწონს, თუმცა, ჩვენს კოლეგებს ვეთანხმებით პლებისციტის იდეაშიც. კითხვის დაახლოებითი ვერსია იქნება ხალხს თავიდან ჰკითხონ აზრი, უნდათ თუ არა ხელახალი არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის ეს შეხვედრები მესამე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრებია.










