ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს პოლიტიკაში შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.
როგორც სარალიძემ „პრაიმტაიმთან“ აღნიშნა, პოლიტიკაში „მხოლოდ გიჟები არიან“.
„კომენტარს არაფერზე ვაკეთებ. რა დროს არჩევნებია, გაგიჟებულები არიან. გასული ვარ გვერდზე. რა მინდა პოლიტიკაში?! პოლიტიკაში მარტო გიჟები არიან. ყველაფერს კომენტარის გარეშე ვტოვებ“,- განაცხადა სარალიძემ.
კითვაზე, აწარმოებს თუ არა მასთან რომელიმე პარტია პოლიტიკურ კონსულტაციებს, სარალიძე გვპასუხობს, რომ – არა.
„არავინ არაფერს აწარმოებს“,- განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ზაზა სარალიძის შვილი დავით სარალიძე დაჭერეს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











