„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების, საქმიანობის, ბიზნესინტერესებსა და პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
ირკვევა, რომ „ძალა ერთობაშიას“ 5 კანდიდატს წარსულში, „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში, 757 780 ლარი აქვთ შეწირული.
- კახაბერ ოქრიაშვილი – 388,000 ₾
- როლანდ ფიფია – 175,000 ₾
- ცეზარ ჩოჩელი – 69,780 ₾
- დილარ ხაბულიანი – 65,000 ₾
- მანუჩარ კვირკველია – 60,000 ₾











