„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის 30 კანდიდატიდან, შვიდი წარსულში, „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო.
„პრაიმტაიმნიუსი“ გთავაზობთ კანდიდატების ჩამონათვალს, რომლებიც ახლა უკვე ოპონენტებს, სოლიდურ თანხებს სწირავდნენ.
ბექა ოდიშარია
„ქართული ოცნების“ მთაწმინდა – კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა 35,000 ლარი.
დავით სონღულაშვილი
„ქართული ოცნების“ გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა 2012 წელს 7,000 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ზაალ (ზაზა) დუგლაძე
„ქართული ოცნების“ ხაშურსა და ქარელში მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაალ (ზაზა) დუგლაძემ 2012 წელს 60,000 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ანტონ ობოლაშვილი
„ქართული ოცნების“ ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის, კომპანიის შპს „გლობალფარმის“ კომერციულმა დირექტორმა, რობერტ ელოიძემ 2012 წელს 50,000 ლარი შესწირა „ნაციონალურ მოძრაობას“.
გოჩა ენუქიძე
„ქართული ოცნების“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე და მისი ახლანდელი ბიზნესპარტნიორების ნაწილი 2013 წლამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები იყვნენ.
2012 წელს, გოჩა ენუქიძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 60,000 ლარი შესწირა.
ირაკლი ხახუბია
„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია და მისი ბიზნესპარტნიორები 2013 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები იყვნენ:
2012 წელს, ირაკლი ხახუბიამ 10,000 ლარი შესწირა „ნაციონალურ მოძრაობას“.
ანზორ ბოლქვაძე
„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ 2012 წელს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 6,500 ლარი შესწირა.
კვლევა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ჩაატარა.
პოლიტიკოსები „ნაცმოძრაობის“ სიიდან, რომლებიც „ოცნების“ შემომწირველები არიან











