fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პოლიტიკოსი ბუნებრივი მანერებითა და მზა ღიმილით – რა ვიცით შარლ მიშელზე

17:33 აპრილი 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
953
ნახვა

კრიზის მენეჯერი და ინსპირატორი, – ასე ახასიათებს გამოცემა Politico ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტს, შარლ მი­შე­ლს; კაცს, რომლის ჩართულობისა და არაერთგზის მცდელობის შედეგად, ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ შე­თან­ხმე­ბას ხელი მოაწერა.

 

|რა ვიცით შარლ მიშელზე

 

შარლ ივ ჟან გიზლენ მიშელი 1975 წლის 21 დეკემბერს ვალონიაში, ნამიურის პროვინციის დედაქალაქ ნამიურში დაიბადა. მაშინ, როდესაც ევროკავშირი მხოლოდ 9 ქვეყანას აერთიანებდა. ოჯახი მიშელს მუდმივად უყვებოდა, თუ რა დამანგრეველი გავლენა ჰქონდა ომს და რა მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო მშვიდობა.

შარლ მიშელი ბრიუსელის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1998 წელს ის ერასმუსის გაცვლითი პროგრამით ნიდერლანდებს ეწვია და ქვეყანა მაშინვე შეუყვარდა.

„მე ნიდერლანდებში ჩავედი როგორც ბელგიელი, იქიდან კი თავდადებულ ევროპელად ჩამოვედი“,- ამბობს მიშელი.

ნიდერლანდებში ყოფნის პერიოდში მიშელმა უამრავი ადამიანი გაიცნო და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ევროპა სწორედაც რომ ღირებულებებია: მშვიდობიანად თანაცხოვრება, სხვების მოსმენა და პატივისცემა განურჩევლად მათი კანის ფერის, რასისა და წარმომავლობის.

სწავლის დამთავრების შემდეგ შარლ მიშელი ადვოკატი გახდა. მიშელისთვის კანონი ყოველთვის ხალხის, მათი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან ასოცირდებოდა.

ბავშვობიდან პოლიტიკით გატაცებული შარლ მიშელი 1999 წელს  ფედერალური პარლამენტის წევრად აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ, შარლ მიშელი ბელგიის  შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს, რითაც ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი გახდა. ამავე წელს ის  ქალაქ ვავრის საქალაქო საბჭოში აირჩიეს. 2004 წელს გახდა პარტია „რეფორმატორთა მოძრაობის“ პრეს-სპიკერი, 2011-2014 წელში კი მიშელი პარტიის ლიდერის თანამდებობას იკავებდა. 2006-2014 წლამდე შარლ მიშელი ქალაქ ვავრეს მერი იყო.

„ჩემთვის პოლიტიკა ყოველთვის ხალხს ეხებოდა. მერად ყოფნამ პრიორიტეტების სწორად დალაგება მასწავლა“,- ამბობს მიშელი.

2014-2019 წლებში შარლ მიშელი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მიშელისთვის ყველაზე რთული 2016 წელი იყო. კერძოდ, 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურ Maelbeek-ზე ორი ტერაქტი მოხდა.

„იმ დღეს მივხვდი, რას ნიშნავს ემსახურო შენს ქვეყანას. ამ დროს შენი ერთადერთი საზრუნავი ხალხის დაცვა უნდა იყოს“,- ამბობს მიშელი.

2019 წლის 2 ივლისს ევროკავშირის ლიდერებმა შარლ მიშელი ევროპის საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 2019 წლის 1 დეკემბრიდან იკავებს.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ყოფნა დიდი პასუხისმგებლობა და ამოცანაა, რომელსაც ერგულად შევასრულებ. ერთიანი ევროპა, რომელიც ეროვნულ მრავალფეროვნებას პატივს სცემს – ესაა ჩემი მიზანი. სოლიდარობა, თავისუფლება, ურთიერთოპატივისცემა ევროკავშირის მთავარ ბირთვს წარმოადგენს. მე ამ ღირებულებებს დავიცავ“,- ამბობს შარლ მიშელი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შარ­ლის მამა, ლუი მი­შე­ლი ბელ­გი­ის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და ასე­ვე, ყო­ფი­ლი ევ­რო­კო­მი­სა­რი გახ­ლავთ

 

  • პოლიტიკოსი ბუნებრივი მანერებითა და მზა ღიმილით

 

„შარლ მიშელს ბუნებრივი, დამოუკიდებელი მანერები და მზა ღიმილი აქვს, მაგრამ ის ძალიან სერიოზული პოლიტიკოსია, მნიშვნელოვანი მიღწევებით“,- ასე ახასიათებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, გამოცემა Politico.

„მიშელი სიმშვიდეს სტრესულ სიტუაციაშიც კი ინარჩუნებს. მას ამ დროსაც კი შეუძლია იაზროვნოს და სიტუაცია გრძელვადიან პერსპექტივაში დაინახოს. ამ ორ თვისებას პოლიტიკაში ოქროს ფასი აქვს“, – აცხადებს  ბელგიის ექსპრემიერი, გაი ვერჰოფსტადტი.

„მიშელი და მამამისი ერთადერთი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ზარებს უცხო ნომრებიდანაც პასუხობენ. ბევრ პოლიტიკოსს ყველაზ კითხვაზე აქვს პასუხი, ამიტომ ისინი არასდროს სვამენ კითხვებს, შარლ მიშელი კი 1001 კითხვას მაინც დაგისვამს“,- ამბობს ბელგიელი პოლიტიკოსი, ფრედერიკ რიესი.

 

|პირადი ცხოვრება

 

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი ამჟამად ურ­თი­ერ­თო­ბა­შია  ამალ დერ­ბა­უ­დე­რენ­გენ­თან.

შარლ მიშელი სამი შვილის მამაა. მას ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავს.

„მე ძალიან იღბლიანი მამაკაცი ვარ. მათგან საკმაოდ ბევრ რამეს ვსწავლობ. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად დაკავებული ვარ, ყოველთვის ვახერხებ რომ მათთვის დრო გამოვნახო“,- ამბობს მიშელი.

აღსანიშნავია, რომ წყვილი ქორწილის გადახდას 2020 წლის გაზაფხულზე, საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში გეგმავდა. თუმცა, იმ პერიოდში პანდემიის გამო რეგიონი „ნარინჯისფერ ზონად“ იყო გამოცხადებული. იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მათ გარკვეული პერიოდი კარანტინში მოუწევდათ ყოფნა, წყვილმა ქორწილი დროებით გადადო.

 

მომზადებულია consilium.europa.eu-სა და Politico-ს მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე

თეგები: შარლ მიშელი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

შარლ მიშელი: თუ გვსურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, ჩვენს მეზობლებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ

ნოემბერი 30, 2021
779
პოლიტიკა

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დავადასტურე“ – შარლ მიშელი პუტინს ესაუბრა

სექტემბერი 8, 2021
795
პოლიტიკა

დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ – შარლ მიშელი

აგვისტო 24, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია